|
2017-05-09 15:02:29, 2051 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ძიძიგური პრეზიდენტზე: ერთ შემთხვევაში აპელირებდე ხალხის უფლებაზე, მეორე შემთხვევაში სხვაგვარი გამოდიოდეს პასუხი, არამგონია, სწორი იყოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ერთის მხრივ პრეზიდენტი აპელირებს ხალხის უფლებაზე და ამბობს, რომ ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ქორწინების დეფინიციაზე ხალხის უმრავლესობა კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთების მომხრეა, პრეზიდენტი ამგვარი ჩანაწერის აუცილებლობას ვერ ხედავს. ძიძიგურის შეფასებით, ასეთი მიდგომა არასწორია: „საყოველთაო-სახალხო განხილვა იყო ქორწინების საკითხთან დაკავშირებით, იქაც 99.99% საქართველოს მოსახლეობის, იყო გულმხურვალე მხარდამჭერი, დაფიქსირებულიყო კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ესაა ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა ოჯახის შექმნის მიზნით, მაგრამ პრეზიდენტის განცხადება მახსოვს მე მაშინ, რომ ის კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობას ვერ ხედავდა. ასე რომ, თემა სხვაგვარადაა, ერთ შემთხვევაში აპელირებდე და ამბობდე, ხალხს ამის უფლება არ წავართვათ, მეორე შემთხვევაში სხვაგვარი გამოდიოდეს პასუხი, არამგონია, სწორი მიდგომა იყოს“,-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში მიმდინარე კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)