|
2017-05-08 16:53:45, 1903 ნახვა
სამართალი
კაპანაძე: გაუგონარია, რომ შსს-მ არაფერი გააკეთა და კანონის არც ერთი მუხლი მიუსადაგა ლუჟკოვის შემოსვლას
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, შსს-მ რატომ არაფერი მოიმოქმედა მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში შემოსვლის წინააღმდეგ. კაპანაძის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ზოგადად ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას. „ ლუჟკოვი არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც იდგა ავანგარდში ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონის აღიარების, რომელიც ბევრჯერ არის ნამყოფი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით. აქედან გამომდინარე, მისი უპრობლემოდ შემოსვლა საქართველოში, მემგონია არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. აქედან გამომდინარე, ეს არის ის პრობლემა რომელსაც სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს. ზოგადად, ყველა ქვეყანას აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ შავი სიები არსებობდეს და არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს შავ სიაში შეყვანილი სხვა თუ არა ბატონი ლუჟკოვი. სრულიად გაუგონარია, რომ შსს-მ არაფერი გააკეთა და კანონის არც ერთი მუხლი მიუსადაგა ამ ადამიანის საქართველოში შემოსვლას. მას საბუთები წესრიგში ჰქონდა ალბათ იმიტომ, რომ მას ჰქონდა პასპორტი, რომელშიც არ იყო ჩარტყმული ე.წ. აფხაზური ვიზა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ ის იმყოფებოდა აფხაზეთში, ღია წყაროებში სრულიად ნათლად წერია ბევრჯერ ამის შესახებ. ის, თუ პასპორტი როგორი ჰქონდა წარმოდგენილი, არის მეორეხარისხოვანი და შსს უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ქვეყნის ინტერესების დაცვას“,-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)