02:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 15:53:14, 1779 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: ერთმნიშვნელოვნად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაბალანსებული მოდელის მომხრე ვარ

„არცერთი მოდელის მიმართ არასოდეს არ დამიფიქსირებია მიდრეკილება, რომ მომხრე ვარ ან საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო, ან საპარლამენტო მოდელის“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა დაბალანსებული მოდელის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და განმარტა, რომ დაბალანსებული მოდელის დროს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ და აკონტროლებენ ერთმანეთს.

„არცერთი მოდელის მიმართ არასდროს არ დამიფიქსირებია  მიდრეკილება, რომ მომხრე ვარ ან საპრეზიდენტოსი  ან ნახევრად საპრეზიდენტოსი, ან საპარლამენტო მოდელის. ერთმნიშვნელოვნად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მე ვარ დაბალანსებული მოდელის მომხრე. დაბალანსებული მოდელი მდგომარეობს შემდეგში, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები აბალანსებენ და აკონტროლებენ ერთმანეთს.  ერთი- ეს არის ძირითადი პრინციპი  და მეორე ძირითადი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობენ. აქედან გამომდინარე მე ვარ როგორც საპრეზიდენტო ისე საპარლამენტო  და სხვა მოდელების მომხრე. იმისი, რომ ნათლად გვაჩვენებს, რომ ხელისუფლების მითვისება, ხელისუფლების ზედმეტი კონცენტრაცია არცერთ მოდელში არ იქნება შესაძლებელი და აღმასრულებელი, საკანონმდებლო და განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლებები  დააბალანსებენ  და მოგცემენ ფართო სპექტს და ფართო არჩევას პოლიტიკური არჩევანისა. დღეს რაც არ უნდა, პატივცემული კომისიის წევრებმა, პატივცემული დარბაზის წევრებმა მომიყვანონ მაგალითები  სხვადასხვა ქვეყნების, შედარებითი სამართლის პრინციპის   ფუნდამენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ცალკე აბსტრაქტულად კი არ ვიმსჯელოთ ამა თუ იმ  მოდელზე, არამედ ვნახოთ რამდენად ეს მოდელი დაბალანსებულია თავის თავში და რამდენად მიესადაგება ამა თუ იმ ქვეყნის  სპეციფიკას. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვიღებთ  კიდევ ერთხელ ვიმეორებ 5%-იან  ბარიერს, ბლოკების შექმნის არ არსებობას, ამ ფონზე ბონუსის სისტემას და ეს ყველაფერი მართლდება  თეორიული საჭიროებებით, რომ   ხელისუფლებაში არ შეიქმნას ბლოკები ეს მარტივად და ძალიან მარტივად ტოვებს  იმის შთაბეჭდილებას, რომ  ხდება სხვისი ხმის მიწერა, მითვისება. ვერ დამიმტკიცებს ვერცერთი სხვა ქვეყნის მაგალითი, რომ სხვისი ხმის აღება  არის სამართლიანი. ვერ დავიჯერებ ამას, იმიტომ რომ სხვას, რაც უზენაესია, რაც განსაზღვრა მოქალაქემ როგორც  სხვა პარტიის ხმა, იმ ხმის აღება არ არის სწორი“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics