21:10 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 15:51:51, 2125 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპრეზიდენტო - შეკვეთა ხალხისგან უნდა აგვეღო

„რა გვინდა?! კონსტიტუციური მონარქია გვინდა, საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო გვინდა, საპრეზიდენტო გვინდა ამაზე ხალხთან უნდა დაგვეწყო საუბარი და შეკვეთა საზოგადოებისგან უნდა აგვეღო“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა. 

პრეზიდენტმა დარბაზს მიმართა და განმარტა, რომ მას  ხალხთან  ურთიერთობის კონტექსტში არ დაუსახავს  მიზნად საარჩევნო კამპანიაზე საუბარი.

 მარგველაშვილმა  აღნიშნა, რომ ახლა არც მისი საარჩევნო კამპანია  არ მიმდინარეობს.

„არც ჩემი საარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს ახლა და არც მიზნად არ დამისახავს მე თქვენთან  ურთიერთობის კონტექსტში  საარჩევნო კამპანიაზე საუბარი. გულწრფელად მიმაჩნია, რომ მთავარი და  გადამწყვეტი ძალა, რომელმაც უნდა ისაუბროს კონსტიტუციაზე, არიან  საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ  ჩემი საუბარი თქვენთან  არის იმ ძირითადი შეხედულებების  მოსინჯვა, რომელიც  თქვენ გაქვთ ამასთან მიმართებაში, რომელიც თქვენ  გაქვთ კონსტიტუციასთან მიმართებაში.

თქვენ უნდა იყოთ შემკვეთი ახალი  კონსტიტუციის. კითხვები იყო საინტერესო და ნათლად გამოსახავდა იმას, რომ პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ შემკვეთი ახალი კონსტიტუციის.

როდესაც კითხვა დასვა ბატონმა, კონსტიტუციის მონარქიის თაობაზე, როდესაც კითხვები ისმებოდა ქართული პოლიტიკური  კულტურის თაობაზე, ეს ყველა საკითხი არის ის საკითხი, რომელიც უნდა დასმულიყო მანამ, სანამ ჩვენ გადავიდოდით თიქთოს იმ კონსენსუსზე, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ  არსებული მოდელი საპარლამენტო მოდელით. საერთოდ მოდელზე საუბარი, რა გვინდა  კონსტიტუციური მონარქია გვინდა, საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო გვინდა, საპრეზიდენტო გვინდა  ამაზე ხალხთან უნდა დაგვეწყო საუბარი და შეკვეთა უნდა აგვეღო  საზოგადოებისგან“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics