2017-05-05 21:46:01, 2372 ნახვა
სამართალი
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს
ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე მამა გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
საერთო ჯამში, სასამართლომ დაცვის მხარის 12 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. პროკურატურის ყველა ძირითადი მტკიცებულება კი დასაშვებად სცნო.
არსებითი განხილვის სხდომა მიმდინარე წლის 19 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან