07:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 16:58:50, 2150 ნახვა

სამართალი
ჯარჯი წიკლაური განმარტავს, თუ რატომ მოითხოვა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომის დახურვა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებს ბრალდების შუამდგომლობის  არასწორ ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.

წიკლაურის თქმით, წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა დააყენეს, რათა დაცული ყოფილიყო მართლმსაჯულების ინტერესები და საფრთხე არ შექმნოდა პროცესის მონაწილეებს.

პროკურორის თქმით, საპატრიარქოს რეპუტაცია არაფერ შუაშია და არც უხსენებიათ.

"სხდომის დახურვაზე შუამდგომლობა დავაყენეთ იმიტომ, რომ დაცული იყოს მართლმსაჯულების ინტერესი,  საფრთხე არ შეექმნას პროცესის მონაწილეებს და გამოძიების ინტერესია სახეზე, რადგან გრძელდება სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება. ადვოკატების მხრიდან მოხდა ფაქტების დამახინჯება, არასწორი ინტერპრეტაცია აღნიშნული შუამდგომლობის, თითქოს საპატრიარქოს იმიჯისთვის მოხდა და საპატრიარქოს რეპუტაცია გამოიყენა პროკურატურამ არგუმენტად. ესაა აბსურდი. ჟურნალისტები ესწრებოდნენ სხდომას. არც კი გვიხსენებია საპატრიარქოს იმიჯი და რეპუტაცია. ისინი სპეკულირებენ ამ თემაზე. ის არგუმენტები, რაც დავაყენეთ, იყო პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა",-აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ბრალდების ერთ-ერთ  მოწმეს  რელიგიური მოტივით მუქარა შეუთვალეს და ღია სხდომაზე ამის შესახებ მისი  უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებდნენ.

"ჩვენ იმიტომაც დავხურეთ სხდომა, რომ არ გვინდა ვთქვათ,  რომელ ჩვენს მოწმეზე განხორციელდა მუქარა, რა სახის იყო ეს მუქარა. ამას ვაკეთებთ,  რათა დავიცვათ პროცესის  მონაწილეთა უსაფრთხოება. რელიგიური მოტივი ედო საფუძვლად, რატომაც შეუთვალეს მუქარა ერთ- ერთ ჩვენს მოწმეს" -განაცხადა პროკურორმა.

მან არ დააკონკრეტა, ვინ იყო ეს პირი და რა სახის მუქარა განხორციელდა მასზე.

"მთავარი არგუმენტია პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და არაფერ შუაში არ იყო საპატრიარქოს რეპუტაცია,-განმარტა ჯარჯი წიკლაურმა.

 ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სრულად დაიხურა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics