06:21 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 12:29:23, 2832 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა სრულად დაიხურა

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით სრულად დაიხურა.

სხდომის დახურულ რეჟიმში გაგრძელების შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ იმ მოტივით დააყენა, რომ მათი თქმით, საქმე შეიცავს  საკითხებს, რომელთა გასაჯაროებაც  მიზანშეუწონლად მიაჩნიათ.

" იგი არაა ჩვეულებრივი ფიგურა, სასულიერო პირია. სასულიერო პირის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება შეიძლება მიუღებელი იყოს და ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ, ზნეობრივ წესებს ", - აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

ბრალდების მხარის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ ადვოკატები, რომლებიც პირიქით, სხდომის საჯაროობის მომხრე იყვნენ.

"თუ ისეთი ნაწილი იქნება სასამართლო განხილვის დროს რომ შეიძლება დაიხუროს, ან პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას, ან ჩვენ იმ დროს დახურვის თაობაზე.  პროკურატურის შუამდგომლობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. საზოგადოებისთვის სასამართლოს ობიექტურობა მის საჯაროობაზე გადის",-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

საბოლოოდ, მოსამართლე ბადრი შონია წინასასამართლო პროცესის მთლიანად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics