01:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 11:19:15, 2080 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: დარწმუნებული ვართ, საქმის არსებით განხილვაზე გიორგი მამალაძის ბრალდებას დავადასტურებთ

დარწმუნებული ვართ,  გადალახავს  სასამართლო მტკიცებულებების სტადიას და საქმის არსებით განხილვაზე დავადასტურებთ გიორგი მამალაძის ბრალდებას,-ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მხარის ნებისმიერ შუამდგომლობაზე დასაბუთებული პასუხი ექნებათ.

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან შეიძინა სავარაუდოდ მამა გიორგი მამალაძემ ციანიდი, პროკურორი ამბობს, რომ მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

"თუ ასეთი პირები გამოვლინდებიან, მათი სტატუსის მიუხედავად, პასუხისგებაში მიეცემიან",-აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე  პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის  236-ე მუხლის მე-2 ნაწილით





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics