21:14 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 17:15:26, 2010 ნახვა

პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“ და პოლიტიკური პარტიები, ცესკო-ს სადავო საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართავენ

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომისიამ  იმედები საბოლოოდ გაუცრუათ.

ინაშვილის შეფასებით, კომისიამ ვერ და არ გადაჭრა არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რისი მოლოდინიც საზოგადოებას ჰქონდა.

„ უნდა აღინიშნოს, რომ კომისიის ინიციატივები, რომლებიც კონკრეტულად საარჩევნო სისტემას უკავშირდება, რეალურად უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს პოლიტიკურ კლასს, ამომრჩეველს, საზოგადოებას. სრულიად მიუღებელი და აბსურდულია ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ ბონუსებად შეფუთვა და, ფაქტობრივად, „ქართული ოცნებისთვის“ ჩუქება. სამარცხვინოა მუდმივი მუქარები,- მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. გაუგებარი და აუხსნელია რეფორმების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებების ხორცშესხმა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს სტაბილურობასა და დემოკრატიულ განვითარებას. გასაკვირია და, ზოგ შემთხვევაში, დაუჯერებელია, მაგრამ გამიჩნდა მკაფიო განცდა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეირწყა ყოფილი ხელისუფლების ე.წ. „რეფორმატორები“ და თავად დაადგა ძველი ხელისუფლების გზას. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ძალაუფლების უზურპაციის გზა, რომელიც საზოგადოებას ხელისუფლების შეცვლის სხვა შანსს არ უტოვებს, გარდა რევოლუციისა. ამ გზას ჩვენ მხარს ვერ და არ დავუჭერთ. უნდა აღინიშნოს, რომ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ჩვენ ვერ მოვახერხებდით სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებასა და შეცვლას. ბიძინა ივანიშვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ მან იტვირთა დემოკრატიის გარანტის როლიც. იმედს ვიტოვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი საზოგადოებისა და, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ყველაზე გავლენიანი წევრი, არ დარჩება ამ პროცესების მიღმა და ქმედით მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ავტორიტარული ინიციატივების შეცვლის საქმეში. მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ნებისმიერი ფორმატის საჯარო დისკუსიაში და არგუმენტირებულად დავიცვა ჩვენი პოზიცია“,-ნათქვამია ინაშვილის განცხადებაში.

არსებულ ვითარებაში, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, მათი  დეპუტაცია და პოლიტიკური პარტიები,  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართავენ, რათა რეფერენდუმზე გაიტანონ ყველა სადავო საკითხი - საარჩევნო სისტემის, პრეზიდენტის ინსტიტუტის, ქართული მიწების გასხვისებისა და სხვა.

„თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მოგვცემს ხელმოწერების შეგროვების საშუალებას - მივმართავთ პრეზიდენტს. ამის პარალელურად, გავმართავთ შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ცხადია, ვენეციის კომისიასთან, გვექნება ვიზიტი ბრიუსელსა და სტრასბურგში. მაისის ბოლოს გავმართავთ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას, აქციის დასრულებისთანავე დავიწყებთ მჯდომარე აქციას. ივნისის პირველ რიცხვებში მჯდომარე აქცია გადაიზრდება შიმშილობის აქციაში. გვეყოლება როგორც უვადო მოშიმშილეები, ასევე მოშიმშილეები- ჯაჭვური პრინციპით. ამის პარალელურად, დაიწყება პერმანენტული საპროტესტო აქციები. დასასრულს მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას: ჩვენ არ გვინდა მტრობა, ნუ გავაკეთებთ ისე, რომ უკან დასახევი გზა აღარავის დაგვრჩეს და ამით დაზიანდეს ქართველ ხალხი და ქართული სახელმწიფო“,-აღნიშნულია  "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანის,  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ირმა ინაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics