|
2017-05-02 12:07:40, 2437 ნახვა
მსოფლიო
ახალი დოქტრინა - „ჰამასი“ მზად არის, ისრაელი-პალესტინის საზღვრები აღიაროს
პალესტინური პოლიტიკური გაერთიანება "ჰამასი", რომელსაც ოფიციალური თელ-ავივი და შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს, ისრაელთან მიმართებაში პოლიტიკას არბილებს, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. დოჰაში გამართულ კონფერენციაზე "ჰამასმა" ახალი დოქტრინა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც 1967 წლის 4 ივნისის მდგომარეობით დადგენილ პალესტინის საზღვრებს აღიარებს. ამასთან, "ჰამასის" მუქარა ისრაელის განადგურების შესახებ ახალ დოქტრინაში აღარ ფიგურირებს. დოკუმენტი გაერთიანების ლიდერმა ჰალედ მაშაალმა წარადგინა. როგორც მაშაალმა აღნიშნა, ეს კომპრომისი არ უნდა იქნას აღქმული, თითქოს "ჰამასი" მზად არის პალესტინური მიწა დათმოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ჰამასის" ეს ინიციატივა მსოფლიოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. "ჰამასს" სურს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა მათზე შეამსუბუქოს და მსოფლიო მოატყუოს, რომ მათი პოლიტიკა სახიფათო აღარ არის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, 1967 წელს 6-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც ისრაელსა და სამ არაბულ სახელმწიფოს, კერძოდ კი სირია, ეგვიპტე, იორდანიას, შორის მიმდინარეობდა, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ახალი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის თანახმად, ე.წ. "მწვანე ხაზის", სადემარკაციო ხაზის, მეორე მხარეს მდებარე ტერიტორია პალესტინას ეკუთვნის. ომის შემდგომ, 1967 წლის 10 ივნისიდან იორდანიის დასავლეთ სანაპირო, იგივე სამარია-იუდეის ტერიტორია, გოლანის მაღლობები, ღაზა და აღმოსავლეთ იერუსალიმი ისრაელის იურისდიქციის ქვეშ მოექცა. პალესტინის მთავრობა წლების განმავლობაში 1967 წლის 4 ივნისამდე დადგენილი საზღვრების აღდგენას ითხოვს, ხოლო "ჰამასი", რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ისრაელის სუვერენიტეტს არ აღიარებს და წლების განმავლობაში ტერიტორიის სრული ანექსიით იმუქრებოდა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)