2017-05-02 10:47:24, 2400 ნახვა
მსოფლიო
ტორონტოში ძლიერი აფეთქება მოხდა
კანადაში, ტორონტოს ცენტრში ძლიერი ააფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება იმ უბანში მოხდა, სადაც ტორონტოს ხუთი წამყვანი ბანკის ოფისებია განლაგებული.
სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, სავარაუდოდ ძლიერი ელექტროტრანსფორმატორი აფეთქდა.
ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ მიმდებარე ტერიტორიები გადაკეთეს. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი აფეთქება ტერაქტს არ უკავშირდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან