16:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:43:54, 2182 ნახვა

მსოფლიო
ტონი ბლერი Brexit-ის გამო პოლიტიკაში ბრუნდება - „ხელების დასვრაა საჭირო და მე ამას გავაკეთებ“

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლით შეშფოთებულია და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას გეგმავს, - ამის შესახებ The Mirror იუწყება.

როგორც ბლერმა აღნიშნა, მას მნიშვნელოვან მომენტში ჩუდამ ყოფნა არ სურს. 

"ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ქვეყნის ბედი არ მაინტერესებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. Brexit ჩემთვის მოტივაცია იყო პოლიტიკაში დასაბრუნებლად. ხელების დასვრაა საჭირო და მე ამას გავაკეთებ", - აღნიშნა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა. 

მისივე თქმით,  Brexit-მა და ევროკავშირთან  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ქვეყანას.  

ცნობისთვის, თებერვალში ბლერმა აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას და განაცხადა, რომ ბრიტანელებს უნდა ჰქონდეთ უფლება Brexit-ის შესახებ აზრი შეიცვალონ. ტონი ბლერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 1997-დან 2007 წლამდე იკავებდა. 

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, სურდა თუ არა ევროკავშირის დატოვება, ან გაერთიანებაში დარჩენა. რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ - 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48.1% საერთაშორისო ორგანიზაციიდან გასვლის წინააღმდეგი იყო. მიმდინარე წლის 29 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს წერილი გაუგზავნა, სადაც აცნობა, რომ დაწყებულია ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებიდან 2019 წლის 29 მარტს უნდა გამოვიდეს. თუმცა, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, ვინაიდან 50-ე მუხლი 2009 წელს შეიქმნა და ის ამ დრომდე არავის გამოუყენებია. Brexit-ის დასასრულებლად საჭიროა, რომ შესაბამისი შეთანხმება 27 ქვეყნის ეროვნულ პარლამენტებშიც შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მდივანი ფილიპ ჰემონდი ამბობს, რომ პროცესი, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics