|
2017-04-29 11:33:03, 2401 ნახვა
მსოფლიო
„ჩინეთის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს“ - ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოცდა ქვეყნის დედაქალაქის , ფხენიანის ჩრდილოეთით განხორციელდა. მედიის ცნობით, გამოცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან რაკეტის გაშვების შემდეგ ის აფეთქდა. ცნობისთვის, მსგავსი ტიპის გამოცდა ჩრდილოეთ კორეამ 15 აპრილსაც ჩაატარა და ის ასევე, წარუმატებელი იყო. აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ინფორმირებულია. ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ სარაკეტო ცდას სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. "ჩრდილოეთ კორეამ უპატივცემულობა გამოიჩინა ჩინეთისა და მისი უაღრესად პატივსაცემი პრეზიდენტის სურვილების მიმართ, როდესაც, მართალია წარუმატებლად, მაგრამ გამოსცადა რაკეტა. ეს ცუდია!", - წერს დონალდ ტრამპი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)