|
2017-04-29 10:00:52, 1990 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დიუმას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის მეკავშირე ოფიცრის მეშვეობით ხორციელდება. საქართველოს შს მინისტრმა ევროპოლის ფარგლებში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავი უწყებების სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოეწერა ხელი, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს ინფორმაცია. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი მეკავშირე ოფიცრის ჰააგაში წარგზავნას გეგმავს, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ ორგანოებთან უშუალო, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს. საქართველოს შს მინისტრმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს უწყებაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, ასევე, კრიმინალური პოლიციის რეფორმირების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის პროექტები. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ აქტიური გლობალიზაციის პირობებში, დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მიერ ერთიანი მიდგომისა და მეთოდოლოგიის შემუშავება. გიორგი მღებრიშვილმა სტუმარს საქართველოს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრეინინგ-პროექტები გააცნო, რომელთა ფარგლებშიც, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცველებისთვის სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხზე ერთობლივი სწავლებები განხორციელდება. გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, ნიდერლანდების მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისა და ამ კუთხით შეტანილი წვლილისათვის. (NS)
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
კობახიძე ბერა ივანიშვილის სარჩელის გამო ქართუმ მედიას მორიჯ ჯერზე ბრიუსელიდან ემუქრება
კობახიძე- საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)