|
2017-04-27 20:34:30, 2793 ნახვა
მსოფლიო
France Press: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სახლი გაქურდეს
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ბერნარ კაზნიოვის სახლი დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს, - ამის შესახებ France Press იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ძარცვა, სავარაუდოდ 24 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მეორე დღეს მოხდა. აღსანიშნავია, რომ ძარცვის შესახებ ინფომრაცია სააგენტოს ჟურნალისტებს ბერნარ კაზნევის თანაშემწეებმა მხოლოდ დღეს დაუდასტურეს. როგორც პრემიერის თანაშემწეები აცხადებენ, ბერნარ კაზნევის ბინაში რაიმე სახის სამსახურებრივი დოკუმენტაცია არ ინახებოდა და მძარცველებმა მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთების წაღება მოახერხეს. მედიის ცნობით, ბინის ქურდებმა, დიდი ალბათობით, არ იცოდნენ, თუ ვის სახლს ძარცვავდნენ, რადგან ფრანგული კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების სახლების წინ დაცვა ან პოლიციის პოსტები არ დგას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)