|
2017-04-25 11:52:16, 2312 ნახვა
მსოფლიო
Reuters: ამერიკელი გენერლის ინფორმაციით, რუსეთი „თალიბანს“ იარაღით ამარაგებს
ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, გენერალ ჯონ ნიკოლსონის განცხადებით, რუსეთი მოძრაობა "თალიბანს" იარაღით ეხმარება, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროები და პოლიტკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ თალიბანზე, რუსეთის "უარყოფითი გავლენის" გამო. ამასთან, კითხვაზე უზრუნველყოფს თუ არა რუსეთი თალიბანისათვის იარაღის მიწოდებას ფართო მასშტაბებით, ნიკოლსონმა აღმიშნა, რომ ის ამას არ გულისხმობს. ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონს ავღანეთში ჩატარებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებდა. რუსეთმა მეამბოხე ჯგუფისთვის რაიმე დახმარების აღმოჩენა უარყო. თუმცა, არ უარყო რომ ის მხარს უჭერს "თალიბანის ხელმძღვანელობას", რათა მშვიდობიანი მოლაპარაკებები დაიწყოს. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც ანონიმურობით დაცულია, განაცხადა, რომ რუსეთი "თალიბანს" ფულადი სახსრებითა და იარაღით ეხმარება, კონკრეტულად კი ავტომატებით. მისივე თქმით, ბოლო 18 თვის განმავლობაში იარაღის მიწოდება დაჩქარდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯიმ მეთისმა, ავღანეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ "თალიბანისათვის" იარაღის მოწოდება რომელიმე ქვეყნის მიერ, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)