12:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 15:38:38, 2350 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენი: ემანუელ მაკრონი სუსტია, მან არ იცის ტერორიზმის პრობლემა როგორ მოაგვაროს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, "ნაციონალური ფრონტიდან' მარინ ლე პენმა თავის კონკურენტ ემანუელ მაკრონს "სუსტი" იწოდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც ლე პენმა აღნიშნა, ერთადერთი რაც შეუძლია მაკრონზე თქვას, მან არ იცის როგორ მოაგვაროს ტერორიზმის პრობლემა.

მან განმარტა, რომ მეორე ტურის წინ, თავისი მოწინააღმდეგის ამ სისუსტეზე გააკეთებს აქცენტს. 

"მე შევხვდები ფრანგ ხალხს და დავარწმუნებ, რომ ყურადღება მიაქციონ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ისლამისტურ ტერორიზმზეც, რომელშიც ბატონი მაკრონი სუსტია. მას არ აქვს არანაირი გეგმა, თუ როგორ უნდა დაიცვას ხალხი ტერორიზმისგან", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. მეორე ტურში ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ემანუელ მაკრონი და პარტია „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი გავიდნენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics