|
2017-04-21 20:04:34, 2270 ნახვა
ეკონომიკა
ჩარლი ბერმანი: საქართველოს მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა, რამაც საშუალება მისცა მყარი პოზიცია დაემკვიდრებინა საინვესტიციო საზოგადოებას შორის
„საქართველოს მთავრობამ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რამაც თქვენს ქვეყანას საშუალება მისცა დაემკვიდრებინა მყარი პოზიცია საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას შორის", - ამის შესახებ საფინანსო ჯგუფ „ბარკლეის" (Barclays) ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზია-ოკეანის რეგიონის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელმა, ჩარლი ბერმანმა პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საფინანსო ჯგუფი თანამშრომლობს როგორც საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან, ისე რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან და ბანკთან საქართველოში, რამაც განაპირობა მათ ფასიანი ქაღალდების წარმატებული განთავსება საერთაშორისო ბაზარზე, რაც დადებითად იქნა მიღებული ინვესტორების მხრიდან. „ჩვენი როლი ამ პროცესში იყო და რჩება ხელი შევუწყოთ საქართველოს წარდგენას და ფასიანი ქაღალდების გავრცელებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს მტკიცე და მყარი პოზიცია როგორც სამთავრობო, ისე საბანკო და კორპორატიულ დონეზე", - აღნიშნა ჩარლი ბერმანმა. (NS)
WSJ: CIA-ს ხელმძღვანელი შესაძლოა პუტინთან მოახლოებული მობილიზაციისა და ნატოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამო ჩაფრინდა
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)