|
2017-04-21 12:51:06, 2151 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის მთავარი პროკურორი: პარიზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
საფრანგეთის მთავარი პროკურორის ფრანსუა მოლინსის განცხადებით, გუშინ პარიზში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ France Press იუწყება. როგორც მოლინსმა ჟურნალისტებს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ორგანიზატორის ვინაობა არ სახელდება. ამასთან, ფრანგული ტელეკომპანია BFM-ის ცნობით, თავდამსხმელი 39 წლის კარიმ ს.-ა. გარდა ამისა, ფრანგი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელმაც პარიზის ცენტრში გუშინ ტერაქტი მოაწყო, წარმოაშობით ფრანგია. "ისლამური სახელმწიფოს" ინფორმაციით კი, თავდამსხმელი დაჯგუფების "ბოევიკია" და წარმოშობით ბელგიელია. აღნიშნული განცხადება ISIS-მ მასთან დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო AMAQ-ის მეშვეობით გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, სწორედ კარიმ ს.-ს სახელზე გამოწერილი მანქანის საბუთები თავდამსხმელის ავტომანქანაში იპოვეს. შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. ცნობისთვის, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მეორემ კი ადგილიდან მიმალვა მოახერხა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის სავარაუდო თანამზრახველზე ძებნა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)