|
2017-04-20 16:56:28, 2247 ნახვა
მსოფლიო
პეტერბურგის მეტროპოლიტენში განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დადგენილია
რუსეთის სპეცსამსახურებმა პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს განხორციელებული ტერაქტის დამკვეთის ვინაობა დაადგინა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) დირექტორზე, ალექსანდრ ბორტნიკოვზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბორტნიკოვი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამტკიცებს, რომ გამოძიება გრძელდება. "ფაქტობრივად ვინაობა დადგენილია" - აღნიშნა ბორტნიკოვმა. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს პეტერბურგის მეტროში აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 50 მგზავრი კი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)