11:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 14:50:12, 2269 ნახვა

მსოფლიო
რეჯეპ ტაიფ ერდოღანი: ობამამ მოგვატყუა, არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იგივეს გააკეთებს

თურქეთის  პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თურქეთს ტერორისტებთან ბრძოლის საკითხებში ატყუებდა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

"პრეზიდენტ ობამასთან ორმხრივი შეთანხმება გვქონდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საკითხზე, მაგრამ ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იგივეს გააკეთებს“, - აღნიშნა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ბარაკ ომაბა გააკრიტიკა, იმის გამო რომ მან ორ ქვეყანას შორის მირწეული შეთანხმება ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის საკითხში არ შეასრულა.

ერდოღანის ინფორმაციით, მაისში, ნატო-ს წევრი ქვეყნების შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.

ერდოღანი დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარსაც შეეხო და დადებიტად შეაფასა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ იყო სირიაში და ერაყში მოვლენების განვითარება. მაისში ჩვენ ვგეგმავთ პირისპირ შეხვედრას“, - აღნიშნა რეჯეპ ტაიფ ერდორანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics