15:04 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:41:53, 2037 ნახვა

კომენტარი
გომელაური: სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას ენიჭება

სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა  კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას ენიჭება.

„საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა იწვევს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და მისი ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთანავე, კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ“,-აღნიშნა გომელაურმა.

მისივე ინფორმაციით,  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების 22, ქრთამის მიცემის 2, თაღლითობის 8, კომერციული მოსყიდვის 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 4, მითვისების ან გაფლანგვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე.

„ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 59 პირი“,-განმარტა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics