|
2017-04-19 14:12:55, 2168 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ვახტანგ ბუცხრიკიძე: კომერციული ატაშეების ყოლა და საექსპორტო მიმართულების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას-ხდება სააგენტოს ტრანსფორმირება და ის იმუშავებს სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო გაფართოვდება და რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს გააერთიანებს: „აწარმოე საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. დღეს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმა გააკეთეს პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო, რომ კიდევ უფრო გაფართოვდება. ძალიან მნიშვნელოვანია საექსპორტო მიმართულების განვითარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომერციული ატაშეები ეყოლება მომავალში საქართველოს, თვითონ ბანკების აქტიურობაც კიდევ უფრო გაიზრდება ამ მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ვფიქრობთ, სიახლეებით, რაზეც დღეს იყო საუბარი, კიდევ უფრო გავაფართოვებთ ჩვენს მონაწილეობას“,-აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტსა და ინვესტიციებს. შესაბამისად, განვითარდება ერთი ქოლგის ქვეშ სამი დამოუკიდებელი ბრენდის სახით „აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია“. „აწარმოე საქართველოში-ბიზნესი“-ეს კომპონენტი მუშაობას გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებულის გაფართოება/დივერსიფიცირებისთვის. ეს კომპონენტი იქნება მაქსიმალურად დინამიური და განვითარდება ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ ქმნის ფრონტ-ოფისს, რომელიც მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის მეწარმეებს, უფრო გაამარტივებს წვდომას ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებზე. ფრონტ-ოფისი იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით-ეს იქნება ბიზნესჰაბი, რომელიც მეწარმეს ბიზნესის დასაწყებად საჭირო სრულ სერვისს შესთავაზებს და საშუალებას მისცემს მას, დაზოგოს დრო და რესურსები. მოგვიანებით ფრონტ-იფისი შეუერთდება ბიზნესსახლს და მის ბაზაზე გააგრძელებს ფუნქციონირებას. „აწარმოე საქართველოში-ექსპორტი“-გაფორმებული, ან მოლაპარაკების პროცესში მყოფი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული ექსპორტისითვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართველ ექსპორტიორთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ახალ ბაზრებზე გასვლა და იქ თავის დამკვიდრება. ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება აქამდეც სააგენტოს ნაწილი იყო, თუმცა დღეს მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებელ კომპონენტად გამოიყოფა და მოხდება მისი თვისობრივად გაძლიერება. ეს კომპონენტი იქნება ერთგვარი მედიატორი ქართველ მეწარმეებსა და უცხოელ შემსყიდველებს შორის. გარდა ამისა, მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ქართველი მეწარმეების ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უცხოურ ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ცალკეულ შემთხვევებში, სხვა მეწარმეებთან ძალების გაერთიანება საერთაშორისო ასპარეზზე გასავლელად. „აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია“-განახლებულ სააგენტოში ერთიანდება “Invest in Georgia“. აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უკვე არსებულ ინვესტორებთან და კონკრეტული პროექტების შეთავაზებას ახალი ინვესტორებისთვის. მისი ფუნქცია იქნება საქართველოს პოპულარიზაცია. ინვესტორებთან ურთიერთობა გადავა ხარისხობრივად ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე, განვითარდება ინვესტორებისთვის საქმიანობის დაწყების შემდგომი საკონსულტაციო მომსახურება. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. ისინი იქნებიან საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები, რომლებიც იმუშავებენ საქართველოს საელჩოებში სხვადასხვა ქვეყნებში. კომერციული ატაშეების საშუალებით შესაძლებელი გახდება საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა უფრო მეტი პოტენციური ინვესტორებისთვის, მეტი შემსყიდველის დაინტერესება ქართული საექსპორტო პროდუქტით და მეტი საერთაშორისო ბიზნესის შემოსვლა საქართველოში.
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხში მთავრობის წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
უვადო პატიმრობა მიესაჯა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)