20:51 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 19:13:52, 2447 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე, 49 ადამიანი დააკავეს

თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციზე სულ მცირე 49 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Hurriyetdaily იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის 14 მონაწილე ანტალიაში დააკავეს, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე "უარი განაცხადა". 

საპროტესტო აქციები ასევე ანკარაში, სტამბოლსა და მარმარისში გაიმართა, თუმცა, ინფორმაცია აქციის მონაწილეების დაკავებებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %. 

ცნობისთვის, თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს.  

თურქეთის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics