|
2017-04-18 15:52:04, 2180 ნახვა
მსოფლიო
Human Right Watch: აშშ-ის სამხედროებმა ალეპოში მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლეს
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Human Right Watch-მა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიაში, ქალაქ ალეპოს ერთ-ერთ მეჩეთზე 16 მარტს განხორციელებულ ავიაირიშთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ზომები არ მიიღეს, რათა ავიაიერიშის განხორციელებისას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა თავიდან აერიდებინათ. ამასთან, ანგარიშის თანახმად, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ განსაზღვრეს, რომ მათ მიერ იერიშისთვის შერჩეული ობიექტი წარმოადგენდა მეჩეთს, რომელშიც მალე ლოცვა უნდა დაწყებულიყო. შესაბამისად, მეჩეთში მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. Human Right Watch-ის თქმით, მათ მეჩეთში რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლის ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვერ მიაკვლიეს. ორგანიზაციის განცხადებით, მათ 14 სირიელი მოქალაქე, მათ შორის 4 ადამიანი გამოკითხეს, რომელიც იერიშისას მეჩეთში იმყოფებოდა. ორგანიზაცია ამერიკას მოუწოდებს, ალეპოზე განხორციელებული ავიაიერიშის შესახებ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყონ, რათა შემდგომში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა თავიდან აიცილონ. შეგახსენებთ, რომ ალეპოს პროვინციაში, სოფელ ალ-ჯინში მდებარე მეჩეთზე მომხდარი დაბომბვის შედეგად 42-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი მძიმედ დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)