20:52 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 10:32:15, 2612 ნახვა

მსოფლიო
საპროტესტო აქციები თურქეთში - „ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოლებთ ფაშიზმის წინააღმდეგ“

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, სტამბოლში ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. 

დაახლოებით ათასი დემონსტრანტი ქალაქის ევროპულ ნაწილში, ბეშიკტაშის რაიონში შეიკრიბა, სტამბოლის აზიურ ნაწილში კი 2 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა 16 აპრილს, თურქეთში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგები გააპროტესტეს.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ლოზუნგი: „ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოლებთ ფაშიზმის წინააღმდეგ“. ქალაქის იმ ნაწილში, სადაც მსვლელობა მიმდინარეობდა, მოსახლეობამ აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

აქციები სტამბოლის გარდა, თურქეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ანტალიაში 13 ადამიანი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 აპრილს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics