|
2017-04-15 11:40:54, 2435 ნახვა
მსოფლიო
გერმანულმა გამოცემამ მუქარის წერილი მიიღო - „22 აპრილს სისხლი დაიღვრება“
გერმანულმა გამოცემა Tagesspiegel-მა მუქარის წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ „22 აპრილს სისხლი დაიღვრება“. უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნულ მუქარას სერიოზულად აღიქვამენ. დორტმუნდში 3 აფეთქების შემდეგ ქვეყანაში ტერაქტის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. მაშინ აფეთქების ტერიტორიაზე წერილი იპოვეს, სადაც ტერაქტების სერიაზე იყო საუბარი. წერილი კი იწყებოდა ფრაზით - "ალაჰის სახელით". ტერორისტები იტყობინებიან, რომ "ამიერიდან "ისლამური სახელმწიფოს" სალიკვიდაციო სიაში სპორტსმენები და სხვა ცნობილი ადამიანები იქნებიან, როგორც გერმანიაში ისე სხვა ჯვაროსნულ ქვეყნებში". აფეთქების ორგანიზატორი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის, თუმცა გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს, ქალაქ დორტმუნდში, 3 აფეთქება მოხდა, რომელმაც ავტობუსი დააზიანა, რომელსაც დორტმუნდის "ბორუსიის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაყავდათ. ერთი ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)