17:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 20:23:11, 2333 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ყავის ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრად განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციართა რიცხვს კომპანია შპს „კაფსულო“ შეემატება, რომელიც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ყავის კაფსულების მწარმოებელ საწარმოს 2017 წლის ოქტომბრის თვეში გახსნის და 2 წლის შემდეგ საკუთარი პროდუქციას  აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს.

შპს „კაფსულო“ აწარმოებს, როგორც სწრაფი მომზადების ყავის კაფსულებს სპეციალური აპარატებისათვის, ასევე მოხალული ყავის მარცვლებს, დაფქულ ყავასა და დაფასოებულ ცივ ყავას ალუმინის ბრენდირებულ ქილებში. შპს „კაფსულოს“

ყავის მარცვლებს, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აწვდის და  მისი დანადგარები მსოფლიო ლიდერი კომპანიების „NESPRESSO“-ს და „STARBUCKS“-ის ანალოგიურია. 

შპს „კაფსულო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.   სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 000 000 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  შპს „კაფსულოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics