08:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 19:55:35, 2312 ნახვა

მსოფლიო
პუტინი სირიასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე: გოგოებო, უკვე მოსაწყენია!

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიისა და რუსეთის მისამართით ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებები, მისთვის უკვე მოსაწყენია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

"ასეთ სიტუაციაში ვიხსენებ ჩვენ მწერლებს ილფს და პეტროვს. მინდა ვთქვა: "მოსაწყენია გოგონებო - ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ნანახი გვაქვს"", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სირიაში ქიმიური თავდასხმა 2003 წელს ახსენებს, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში საომო კამპანია დაიწყეს.

"ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს 2003 წლის მოვლენებს, როდესაც აშშ-ის წარმომადგენლებმა თავდაცვის კომიტეტში ერაყში ნაპოვნი ქიმიური იარაღი აჩვენეს. ამის შემდეგ ერაყში კამპანია საომო კამპანია დაიწყო. ეს კამპანია ქვეყნის დანგრევით, ტერორისტული დაჯგუფებების მომრავლებით და საერთაშორისო ასპარეზზე "ისლამური სახელმწიფოს" გამოჩენით დასრულდა", - განმარტა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე განმარტებით, რუსეთს ასევე აქვს ინფორმაცია სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი ახალი პროვოკაციების შესახებ.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ მსგავსი პროვოკაციები - სხვანაირად ამ ყველაფერს ვერ დავარქმევ (ქიმიური იარაღის გამოყენება) სირიის სხვა რეგიონებშიც იგეგმება. მათ შორის დამასკოშიც. აქ აპირებენ რაღაც ნივთიერების გაშვებას და სირიის ხელისუფლებისთვის გადაბრალებას", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის ინფორმაციით, რუსეთი აპირებს საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართოს, რათა დადგინდეს იყო თუ არა გამოყენებული სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღი გამოყენებული.

"ვაპირებთ ოფიციალურად მივმართოთ გაეროს სტრუქტურას ჰააგაში და მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას აღნიშნული საკითხი საფუძლიანად გამოიძიონ. უნდა დადგინდეს იყო თუ არა მსგავსი ფაქტები და დადასტურების შემთხვევაში ქვეყანა, რომელმაც თავდასხმა განახორციელა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. ქვეყნის ოპოზიცია თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ან რუსეთს ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოები დაიბომბა, სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიოდნენ. ქიმიური იარაღის გამოყენებიდან 3 დღეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საავიაციო ბაზა დაბომბეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო აშშ-ის პასუხი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ევროპა და ამერიკა თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობენ. ასადი და ოფიციალური კრემლი ბრალდებებს უარყოფენ. დიი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. დღეს დიდი შვიდეულის შეხვედრაზე მინისტრებმა სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს, თუმცა ვერ შეთანხმდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics