|
2017-04-11 13:39:00, 2403 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა „Standard & Poor’s“-ის ანალიტიკოსებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის “Standard & Poor’s” ანალიტიკოსებს შეხვდა და მათ საქართველოში ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ფისკალურ რეფორმასა და მთავრობის ფისკალურ გეგმაზე 2017 – 2020 წლებში. ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკოსებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დადგეგმილ ღონისძიებებზე, რომლებმაც ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2017 წლის პოზიტიურ ტენდენციებზე. მათ შორის, იანვარ-თებერვალში მიღწეულ 4,8 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა კარგი სტარტი აიღო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)