|
2017-04-11 12:15:23, 2299 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: თავდაცვის უწყებაში დღეს არც ერთი ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობა აღარ არსებობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ოპტიმიზაცია 2000-მდე ადამიანს შეეხო. კერძოდ, იზორიას განმარტებით, ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად, სამოქალაქო პირებს, რომლებიც ე.წ. ვარსკვლავიან თანამდებობაზე იყვნენ დანიშნულები და მათ, ვინც თავდაცვის უწყებაში ხელშეკრულებით იყო გაფორმებული. იზორიას თქმით, ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობა თავდაცვის სამინისტროში დღეს გაუქმებულია. მინისტრის განცხადებით, ე.წ. ვარსკვლავიან თანამდებობაზე არავითარი საკვალიფიკაციო მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული: „წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში არსებობდა მახინჯი სისტემა, სხვადასხვა სახელი ჰქონდა, მე შემოვიფარგლები ერთი სახელით, ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობების. იცით, რომ გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნა აყენებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასეთ თანამდებობებზე არავითარი საკვალიფიკაციო მოთხოვნა არ იყო გათვალისწინებული, ანუ, მინისტრს თვითნებურად, ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე, შეეძლო დაენიშნა პიროვნება, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო და ასეთი ადამიანების რაოდენობამ თავდაცვის უწყებაში მიაღწია 3200 ადამიანს. ეს უპრეცედენტოა. ეს სისტემა არის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელი, სიამაყით მინდა გითხრათ, რომ არც ერთი ვარსკვლავიანი თანამდებობა დღეს არ არსებობს. ვარსკვლავიანი ინსტიტუტის გაუქმება მოხდა თავდაცვის უწყებაში და სწორედ ამ კატეგორიაზე მოვახდინეთ ფოკუსირება. გადავწყვიტეთ, 2016 წლის მიწურულს შეგვექმნა კომისია, ქვეკომისიები, დაახლოებით 26 შეიქმნა სპეციალისტების მოწვევით, რათა დაგვედგინა მათი კვალიფიკაცია. ბევრი მათგანი გვჭირდება და დავტოვეთ და დაახლოებით 1350 ადამიანი გადავიყვანეთ კადრების განკარგულებაში, თუმცა კადრების განკარგულებაში გადაყვანა ავტომატურად მათ გათავისუფლებას არ ნიშნავს, ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, როდესაც კადრების განკარგულებაში გადაყვანილ პერსონალს ჩვენი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე ვაბრუნებთ, რამდენიმე ასეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. დანარჩენი 400 ადამიანი ხელშეკრულებით იყო, ვადა ეწურებოდათ დეკემბერში“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)