|
2017-04-08 17:12:27, 701 ნახვა
რეგიონი
ბათუმში მენაშენეებთან კ2 კოეფიციენტის რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის ა/რ მთავრობის საინვესტიციო პროექტის K2 კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდის რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისიის წევრებისა და მენაშენეების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდა, სამშენებლო რეგულაციები, სიახლეები, რომლებიც ამ მიმართულებით დაწესდა, მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ კომპანიები მშენებლობების დროს. მენაშენეებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას რეგიონში და მომხრეა, რომ რეგიონში მშენებლობისა და აღმშენებლობის პროცესი ინტენსიურად გაგრძელდეს. მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის დარგის განვითარებაზე, ახალი მიმართულებების გაჩენაზე ამ კუთხით, ისეთების, როგორებიცაა მაგალითად მაის, იგივე საქმიანი ტურიზმი, სპორტული ტურიზმი, სამედიცინი-გამაჯანსაღებელი ტურიზმი და ა.შ. და ამისათვის აუცილებელია რეგიონში უფრო და უფრო მეტი ახალი განთავსების ადგილი. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების, სპორტული თუ გასართობი ცენტრების მშენებლობა. თუმცა როგორც კომისიის წევრება განაცხადეს, ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის არქიტექტურული, ურბანული განვითარება. ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს ქალაქის დამახინჯების ხარჯზე. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ყველა დეტალი და ნიუანსი იმისათვის, რომ ერთმა საქმემ მეორე არ დააზარალოს. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე არაერთი განცხადება შემოდის კოეფიციენტის მნიშვნელობის გაზრდაზე. წარმოდგენილ მასალებში მრავლადაა ასაშენებელი ობიექტების შიდა პერიმეტრის ამსახველი მასალები, თუმცა ხშირ შემთხვევაში არაფერია მოტანილი თუ რა მოხდება გარე პერიმეტრზე - არის თუ არა გათვალისწინებული პარკინგის საკითხი, რა მდგომარეობაა გზებზე, გამოიწვევს თუ არა ეს ხარვეზებს საგზაო კუთხით, იქნება თუ არა სათამაშო მოედნები ბავშვებისათვის, რეკრეაციული ზონები, შეესაბამება თუ არა ეს ყველაფერი სამეზობლო მიჯნაზე არსებულ არქიტექტურას, გათვალისწინებულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები და ა.შ. სარეკომენდაციო საბჭოს მიზანიც სწორედ ისაა, რომ განახორციელოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდის თხოვნით აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის სახელზე შესული პროექტების რევიზია, ანალიზი და რეკომენდაციის მიცემა მთავრობის თავმჯდომარისათვის. უფრო დეტალურად კი საბჭო მსჯელობს , თუ რამდენად შეესაბამება განსახილველი პროექტი ქალაქმშენებლობით ისეთ ძირითად პარამეტრებს, როგორებიცაა: შენობის სიმაღლის განსაზღვრის პარამეტრები როგორც საზოგადოებრივ სივრცესთან, ასევე მცირე ზომის ქუჩებთან მიმართებაშიც, რაც გამომდინარეობს იქედან, რომ არ მოხდეს შენობების კასკადური არქიტექტურული განვითარება, რაც ვიზუალურად ამახინჯებს ქალაქს და მთლიანადაა აცდენილი ბათუმური არქიტექტურისაგან; შენობა-ნაგებობის განთავსება სამეზობლო მიჯნაზე; ავტოსადგომების მოწყობა; მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანების მასშტაბები - იმ შემთხვევაში, თუ უკვე არ არის დაკარგული ამა თუ იმ უბნის სივრცითი მოწყობის ძირითადი დებულებები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მენაშენეებისა და დეველოპერების მხრიდან შეკითხვები ძირიTადად ახალ სამშენებლო რეგულაციებს შეეხებოდა. ასევე გამოითქვა იდეა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შედგეს ნაყოფიერი თანამშრომლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, კერძოდ კი, გარეუბნების პოტენციალის გაზრდის მნიზნით. კომუნიკაციების მიყვანა კონკრეტულ ტერიტორიებამდე, სადაც შემდგომში სამშენებლო საქმიანობას უკვე დეველოპერული თუ სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები პერმანენტულად კვლავაც გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)