12:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 14:34:04, 2425 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: „დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს ყოველწლიურად 2,5 მილიონი ლარი დაემატება

„დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება  2,5 მლნ ლარი და ამავე დროს,  მნიშნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე  ადგილობრივი მცხოვრები“, -   ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის" ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე 420 ადამიანი იყო დასაქმებული. მისივე თქმით, პროექტი, ასევე, ქმნის მილიონობით ლარის ღირებულების ყოველწლიური შემოსავლის წყაროს ქვეყნის ბიუჯეტისთვის.

„ესაა საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ვმუშაობთ საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის მოდელის ჩარჩო კანონის შემუშავებაზე, რომელიც საქართველოში გაზრდის ინვესტიციებს მსხვილ პროექტებში, მათ შორის, ინფრასტრუქტურაშიც“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„დარიალი ჰესის" მშენებლობაზე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჰესის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ-ი იქნება. სადგურს ასევე აქვს საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური სადერევაციო გვირაბი, რომლის სიგრძე 5 კმ-ია.

კომპანია ასევე ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 200 ჰა-მდე ტყის განაშენიანებას, რაც გულისხმობს 400,000 ნერგის დარგვას. ნერგების საჩითილეს მოწყობა დაიწყო 2015 წელს, ხოლო დარგვის პროცესი 2016 წლის ოქტომბერში. შერჩეულია გარემოსთან ყველაზე თავსებადი ხის ადგილობრივი სახეობები. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე დარგულია 100,000 ნერგი. ტყის განაშენიანების პროცესი 2021 წელს დასრულდება. პროექტში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics