02:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 17:46:52, 631 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძე ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებას დაესწრო

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს კუნგ-ფუსა და კარატეს ასოციაციის ორგანიზებით, დღეს, 6 მაისის პარკში, ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სპორტის პროპაგანდა ჯანსაღი ფსიქიკისა და ენერგეტიკული აქტიურობის შესანარჩუნებლად.

სპორტულ ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნა უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს - 7 აპრილი, 1948 წელი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად ირჩევს თემას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემაა და ყურადღებას ამახვილებს მისი გადაჭრის გზებზე. წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემაა დეპრესია.

დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ეხება ნებისმიერი ასაკის თუ სოციალური მდგომარეობის ადამიანს. იგი იწვევს ფსიქიკურ პრობლემებს და ზემოქმედებს ადამიანის ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარზე;  მსოფლიოში, ყველა ასაკობრივი ჯგუფის 300 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ამ მდგომარეობით; დეპრესია უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია; ქალები, კაცებთან შედარებით, მეტად იტანჯებიან დეპრესიით; დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია; იგი სიკვდილობის მეორე წამყვანი მიზეზია 15-29 წლის ასაკში.

მარტივი აერობიკა, გიმნასტიკა, იოგა და სეირნობა დეპრესიის პერევენციის ერთ-ერთი საშუალებაა.

დეპრესიის, მისი პრევენციისა და მკურნალობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული სტიგმის შემცირებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების ზრდას.

ფოტო რეპორტაჟი

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics