13:26 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 10:28:57, 581 ნახვა

სამართალი
სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე სექტორებს ესტუმრა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო პოლიციის მე-6 სამმართველოს (ბარისახო) სექტორებს: N1 სექტორ ,,მუცოს“, N2 სექტორ ,,შატილს“, N3 სექტორ ,,ტერღას“ და N5 სექტორ ,,ტანიეს“ ესტუმრა.

შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი მესაზღვრეების გეგმიურ როტაციას პირადად დაესწრო, მათ მადლობა გადაუხადა წარმატებული მუშაობისთვის, შობა-ახალი წელი მიულოცა და შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით საახალწლო საჩუქრები და პირადი მილოცვა გადასცა. ზურაბ გამეზარდაშვილმა ასევე ისაუბრა 2015 წლის გეგმებზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს თითოეული მესაზღვრის საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სფეროში მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება. 2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისათვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის. 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ. საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენდა 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics