02:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 18:00:31, 570 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის  ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის თავმჯდომარემ დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხების განხილვამდე მინისტრთა კაბინეტს და დამსწრე მედიის წარმომადგენლებს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და ქვეყნისა და რეგიონისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა  ქუთაისში სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობის პროექტზეც. ახალი სარკინიგზო ხაზი ქუთაისის აეროპორტიდან ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით უცხოელ ტურისტთა ნაკადის გაზრდას შეუწყობს ხელს. ზურაბ პატარაძემ ავიაკომპანია  Wizzair-ის საბორტო  საბორტო ჟურნალში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ გამოქვეყნებული სარეკლამო სტატიის შესახებაც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მსოფლიოში მილიონობით მგზავრს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს.

რეგიონის ხელმძღვანელმა ისაუბრა ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის შესახებ, რომლის პროექტის პრეზენტაციაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე გამართა. უახლოეს პერიოდში მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პროექტების შესახებ ისაუბრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმაც. მისი ინფორმაციით, კომლექსი ოლიმპიური სტანდარტებით იქნება აშენებული და სპორტის სხვადასხვა სახეობას მოემამსახურება. 2018 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი ახალ სპორტულ კოლექსში გაიმართება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა მიმდინარე პროექტთან ერთად მიმოიხილა მაღალმთიან აჭარაში დაგეგმილი ისეთი პროექტები, როგორებიცაა ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია, კურორტ გოდერძის, გომის მთის, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება. 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მაღალმთიანი აჭარის (სალიბაური-ხიჭაური) გაზიფიცირების პროექტირების ხარჯებიც.

მთავრობის სხდომაზე რამაზ ბოლქვაძემ ახალი ინიციატივაც გააჟღერა, რომელიც მაღალმთიან აჭარაში  ტურიზმის განვითარების ფარგლებში ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობის პროექტის შემუშავებას უკავშირდება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თქმით, გაზრდილია საინვესტიციო შემოთავაზებები სასტუმრო-კომლექსების მშნებელობასთან დაკავშირებით როგორც გმირთა ხეივანში, ისე ზღვისპირა ზოლში.   

ზურაბ პატარაძე გამოეხმაურა 11-12 მარტის მოვლენებსაც და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია,  რაც მიზანმიმართული იყო ქვეყნის, რეგიონის უკუსვლისთვის. მისი თქმით, ბათუმი კვლავ რჩება უსაფრთხო და მიმზიდველ ქალაქად, გრძელდება პროექტები, ვმუშაობთ ახალ საინვესტიციო წინადადებებზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე ანგარიში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ წარუდგინა. მისი თმით, ლოგისტიკური ცენტრების და ვეტერინარული კლინიკების მშენებლობისთვის ადგილები მოძიებული და შერჩეულია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მიწების დარეგისტრირების საკითხი დამამთავრებელ ეტაპზეა, ივნისის თვიდან დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

მაღალი გამავლობის მანქანების ამბულატორიებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარემ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრისაგან მოისმინა. 9 მანქანა უკვე გადაცემულია, უახლოეს პერიოდში 13 მანქანის გადაცემა იგეგმება. 

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. 2 განკარგულების და 2 დადგენილების პროექტი მიღებულ იქნა, ხოლო კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მოწონებული იქნა მთავრობის სხდომის მიერ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics