09:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 15:11:12, 2286 ნახვა

სამართალი კომენტარი
გვენეტაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და განჩინება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და განჩინება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ.

როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო მაღალ სტანდარტს იცავს.

"დასაბუთების გამოქვეყნებამდე კომენტარს არ ვაკეთებთ. დიდი პალატა კანონის სრული დაცვით დაკომპლექტდა", - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და დეპუტატები სასამართლოს სტრატეგიაზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. 7 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics