06:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 13:06:28, 2041 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი იმყოფება

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის,“ რომელიც  4-დან 7 აპრილის ჩათვლით საქართველოში იმართება, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრება.

ეკონომიკს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 4 აპრილს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის ფარგლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალიბ რიფაის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდება.

დღესვე, 17.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და ქართული კერძო  სექტორის წარმომადგენლებს შორის „ეთიკის კოდექსის“ ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

კონფერენციას 5 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი მიმართავენ.

კონფერენციის მონაწილეები   იმსჯელებენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში  გახანგრძლივების შესახებ, განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას და   ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. იგეგმება ასევე მსჯელობა კლიმატის ცვლილებების საკითხის შესახებ. ამასთან, შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების  პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე. შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და  მარკეტინგულ სფეროებს  უკავშირდება.

კონფერენციის ფარგლებში დელეგატები იმსჯელებენ  სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მოხდეს  ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სამთო ტურიზმის სფეროში და გაუმჯობესდეს  მათი სოციალური მდგომარეობა. კონფერენციის მონაწილეები ასევე განიხილავენ „სამთო ტურიზმის კულტურის“ განვითარების პერსპექტივებს და  ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების საკითებს.

საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია  უწევს. ღონისძიების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას ხელი გიორგი ჩოგოვაძემ და ტალიბ რიფაიმ ლონდონში 2016   წელს მოაწერეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics