09:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 18:00:58, 1794 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებაზე

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხიელ ჯანელიძის განცხადებით 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება ძირითადად ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებასა და  მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე, რათა კერძო სექტორმა მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირთან ახალი სავაჭრო  შესაძლებლობები და ასევე დააკმაყოფილოს ევროპული კრიტერიუმები.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ იმერეთის მოსახლეობასთან ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას განაცხადა. მინისტრი მოსახლეობას იმ ეკონომიკურ პროგრამებზე  ესაუბრა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ხელშეწყობით ხორციელდება და მომავალში იგეგმება.

„ამ კონტექსტში, აღსანიშნავია ევროკავშირის ახალი პროგრამა - „DCFTA Facility", რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ აუცილებელი ინვესტიციების მოძიება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად წარმოების აწყობაში. აღნიშნული პროგრამა მეწარმეებს სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას მისცემს და ასევე ახალ სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით საქართველოს მთავრობის ძალისხმევით დღეს ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ევროპული ნორმები და სტანდარტები მკვიდრდება. მნიშვნელოვანი წინსვლაა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვის მიმართულებით და 2016 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა,  ამასთან გასულ წელს საქართველოში რეკორდული მაჩვენებლის ინვესტიციები განახორციელა ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკმა. 

 „2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3.6 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 %-ით მეტია. 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 471 მილიონი შეადგინა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები განახორციელა. ასევე, საქართველოში აქტიურად დაიწყო საქმიანობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც განიხილავს ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსების შესაძლებლობებს", - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

ვიზის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმერეთის რეგიონში შეხვედრებს მართავს.

ქუთაისსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მინისტრმა     ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics