05:05 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 14:31:02, 2163 ნახვა

ეკონომიკა
ქართველი სტარტაპების აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სან-ფრანცისკოს თანამეგობრობის კლუბში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სან-ფრანცისკოს „თანამეგობრობის კლუბისა" და „Bay Area Council"-ის წარმომადგენლებთან, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ესწრებოდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ პროგრესსა და საქართველოს მიღწევებს გლობალურ რეიტინგებში.   ბ-ნ დავით ბაქრაძემ საქართველოს 4 პოუნქტიანი გეგმა წარადგინა და სახელმწიფო სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მან   აქცენტი გააკეთა  საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სტარტაპების მხარდამჭერ რეფორმებსა და პროგრამებზე. ინოვაციების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა შეხვედრაზე  ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი,  ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიღწევებზე ისაუბრა.  მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სილიკონ ველიში  „სტარტაპ საქართველოს" 8 გამარჯვებული გუნდი იმყოფება. სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა ჩაუტარეს. მათ ასევე, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპები ეცდებიან ამერიკელი ინვესტორებისგან ფონდების მოზიდვას. მოლაპარაკებები გაგრძელდება სამომავლო თანამშრომლობისათვის. საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლის მხარდაჭერაზე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics