|
2017-03-30 14:33:33, 2227 ნახვა
ეკონომიკა
ქართველმა სტარტაპერებმა სილიკონ ველიში წამყვან მენტორებთან ტრენინგები გაიარეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები და სახელმწიფო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, სააგენტოს მხარდაჭერით, შეერთებულ შტატებში სილიკონ ველიში იმყოფებიან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სტარტაპერებმა სილიკონ ველის წამყვან მენტორებთან ე.წ. bootcamp ტრენინგები გაიარეს. სტარტაპები სამედიცინო, ფინანსური ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობისა და ბაქტერიოფაგების სექტორებს წარმოადგენენ. გამარჯვებულ გუნდებს ტრენინგები სილიკონ ველის წამყვანმა სპეციალისტებმა და მენტორებმა გაყიდვების, გლობალური ორგანიზაციის ფორმირების, რისკების შეფასების, ინტელექტუალური საკუთრების მართვისა და მოლაპარაკების მიმართულებით ჩაუტარეს. ტრენინგები მორგებული იყო, „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ჩატარებული, სამთვიანი მენტორშიპის პროგრამის საჭიროებებს. ტრენინგებთან ერთად სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ შეხვედრები გამართონ პოტენციურ ინვესტორებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან. მათ უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, წარადგინონ თავიანთი კომპანიები 50-მდე ვენჩურული ინვესტორის წინაშე, რომლებიც დაინტერესდნენ მათი პროექტებით. ქართველი სტარტაპერები ამერიკელი ინვესტორებისგან სამომავლო თანამშრომლობასა და ფონდების მოზიდვაზე მუშაობენ. საქართველოს მთავრობა სილიკონ ველის ვენჩურული ინვესტორების საქართველოში შემოსვლას მხარს უჭერს. სილიკონ ველი არის მსოფლიოს წამყვანი ისეთი მაღალტექოლოგიური კორპორაციების სამშობლო, როგორებიცაა Facebook, Google, Yahoo, Cisco, Oracle, Apple, Adobe, Ebay Intel, Twitter. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება მსოფლიოს ყველაზე რევოლუციური გამოგონებები, რომლებიც ყოველდღიურად ახდენენ ზეგავლენას ჩვენს ცხოვრებაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)