01:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-06 14:56:48, 491 ნახვა

საზოგადოება
ხოკრიშვილი: მოხარული ვარ, რომ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას "სმარტი" შეუერთდა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს  პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“  შეუერთდა. 

„სმარტი“ გარდა იმისა, რომ  პოლიეთილენის პარკებს ჩაანაცვლებს   ბიოდეგრადირებადით,    «მწვანე ჩანთების” მრავალჯერადად  გამოყენების წახალისების მიზნით,  მომხმარებელს  სპეციალურ  ფასდაკლების აქციას სთავაზობს. სუპერმარკეტების ქსელს  დღეს   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა. 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან  პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად  ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.

მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, მოხარულია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ამ აქციას დღეს "სმარტის" სავაჭრო ქსელი შეუერთდა. 

"ძალიან მოხარული ვარ, დღეს "სმარტის" სავაჭრო ქსელი უერთდება ჩვენი სამინისტროს ინიციატივას. ისინი დღეიდან უკვე იწყებენ მრავალჯერადი ჩანთების, ე.წ. მწვანე ჩანთების გამოყენების ხელშეწყობას. მათ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა წამახალისებელი აქცია, რომლის მეშვეობითაც მოხმარებელს საშუალება ექნება, გამოიყენოს მრავალჯერადი ჩანთები, ასევე "სმარტის"  სავაჭრო ქსელი წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩაანაცვლებს პოლიეთილენის  პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკებით.  ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა ამ აქციაში. მოგეხსენებათ, სამინისტრომ დაიწყო  მყარი ნარჩენების მართვის ახალი მიდგომა, რომელიც ამ ახალ კანონმდებლობას ემყარება და ყველა მსხვილი სავაჭრო ქსელი უერთდება ჩვენს აქციას და წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს პირველი, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ პოლიეთილენის მოხმარება ბიოდეგრადირებადი პარკებით და  პარალელურად, ხელი შევუწყოთ მრავალჯერადი ჩანთების, ეწ. მწვანე ჩანთების გამოყენებას. მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა  ამ აქციაში, რათა პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ამ ფართო აქციაში  თავიანთი წვლილი შეიტანონ", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა. 

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის  საქართველოსთვის.  პოლიეთილენის  პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი  3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. სამინისიტრო  ბიოდეგრადირებადი პარკებისა  და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების  დანერგვით  ხელს შეუწყობს ქვეყანაში  პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას  და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად   ამოღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics