|
2015-04-06 14:50:04, 651 ნახვა
საზოგადოება
პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას "სმარტი" შეუერთდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" შეუერთდა. "სმარტი" გარდა იმისა, რომ პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლებს, "მწვანე ჩანთების" მრავალჯერადად გამოყენების წახალისების მიზნით, მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლების აქციას სთავაზობს. "გარემოს დაცვა "სმარტის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადით ჩანაცვლებაზე, ქსელის განვითარების დღიდან დანერგილი გვაქვს ენერგო ეფექტურობის თანამედროვე პროგრამები და პარალელურად, მუდმივად ვზრუნავთ გარემოს დაცვით საკითხებზე "სმარტის" ერთგული მომხმარებლის ცნობადობის ამაღლებაზე. აღნიშნული აქციით გვსურს "მწვანე ჩანთების" მრავალჯერადად გამოყენების წახალისება, რადგან ჩანთაში მოთავსებული სააღდგომო პერიოდისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები სპეციალურ ფასად მომხმარებელს არა მხოლოდ სადღესასწაულო სამზადისს გაუმარტივებს, არამედ კიდევ ერთხელ დააფიქრებს, რომ ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ. სუპერმარკეტების ქსელს დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა. მოგეხსენებათ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, მოხარულია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ამ აქციას დღეს "სმარტის" სავაჭრო ქსელი შეუერთდა. "ძალიან მოხარული ვარ, დღეს "სმარტის" სავაჭრო ქსელი უერთდება ჩვენი სამინისტროს ინიციატივას. ისინი დღეიდან უკვე იწყებენ მრავალჯერადი ჩანთების, ე.წ. მწვანე ჩანთების გამოყენების ხელშეწყობას. მათ დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა წამახალისებელი აქცია, რომლის მეშვეობითაც მოხმარებელს საშუალება ექნება, გამოიყენოს მრავალჯერადი ჩანთები, ასევე "სმარტის" სავაჭრო ქსელი წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩაანაცვლებს პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადი პარკებით. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მონაწილეობა ამ აქციაში. მოგეხსენებათ, სამინისტრომ დაიწყო მყარი ნარჩენების მართვის ახალი მიდგომა, რომელიც ამ ახალ კანონმდებლობას ემყარება და ყველა მსხვილი სავაჭრო ქსელი უერთდება ჩვენს აქციას და წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს პირველი, რომ მთლიანად ჩავანაცვლოთ პოლიეთილენის მოხმარება ბიოდეგრადირებადი პარკებით და პარალელურად, ხელი შევუწყოთ მრავალჯერადი ჩანთების, ეწ. მწვანე ჩანთების გამოყენებას. მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში, რათა პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ამ ფართო აქციაში თავიანთი წვლილი შეიტანონ", - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა. პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები სჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. სამინისტრი ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით, ქვეყნაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებასა და საბოლოოდ, პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას უწყობს ხელს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)