05:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 10:13:38, 2388 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

29-31 მარტს,  09:00სთ ტექნოპარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერინ გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში". 

სამდღიანი კონფერენცია მოიცავს ინოვაციების მართვისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს და ითვალისწინებს, როგორც ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვას.
 
კონფერენციაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები: წარმატებული ქართული სპინოფები - გამომგონებლები, ინოვატორები, აკადემიური მეწარმეები.

კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ უცხოელ ექსპერტებთან შემდეგ საკითხებზე: ვენჩორული კაპიტალი სპინოფებისთვის; ლიცენზირება/ინტელექტუალური საკუთრების მართვა; ტექნოლოგიების შერჩევა დაპატენტებისთვის; ინდუსტრიისა და კვლევის კოლაბორაცია;
 
ღონისძიებას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ალექსანდრე ჯეჯელავა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე, რომელიც ისაუბრებს სააგენტოს როლზე, ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების კუთხით.

(NS)
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics