22:26 - 25 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 18:04:18, 2267 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  გიორგი გახარია დღეს უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი ხელმძღვანელობს. უზბეკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე უზბეკეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველია საგარეო ურთიერთობების საკითხებში. 

უწყების ინფორმაციით, უზბეკეთის დელეგაციის  შემადგენლობაში შედიან  ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შურხატ ისმაილოვი, სს „უზბეკეთის რკინიგზის“  გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე  დავრონ დეჰკანოვი,  ასევე უზბეკეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური კავშირების სამინისტროების წარმომადგენლები.

საქართველო-უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტრანსპორტის სფერო და ტვირთების ტრანზიტი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო  საქართველოს გავლით ტრანზიტის მოცულობის გაზრდას და ერთობლივი პროექტების ინიცირებას. უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობებით, თანამშრომლობა განიხილება არამხოლოდ ორმხრივ, არამედ რეგიონალურ და მრავალმხრივ ფორმატში.  

შეხვედრაზე ასევე განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის, კავშირგაბმულობის, საგარეო ვაჭრობის   და სხვა სფეროებში. დაისახა ახალი პროექტების გეგმები და  კონკრეტული საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და განვითარებას.


შეხვედრაზე მხარეები  შეთანხმდნენ  ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე,  პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადაადგილების ხელშეწყობის და ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებზე, ასევე ერთობლივი საწარმოების გახსნის პერსპექტივებზე და ა.შ.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: CIA-ს ხელმძღვანელი შესაძლოა პუტინთან მოახლოებული მობილიზაციისა და ნატოზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გამო ჩაფრინდა
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics