|
2017-03-25 11:19:48, 2191 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საბედნიეროდ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა
”ჩვენ, საბედნიეროდ, ახლო კონტაქტები ჩამოგვიყალიბდა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა სახელმწიფო მდივანს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით აქვს. „შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, ასევე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს 25-წლიანი ურთიერთობების ისტორიაზე, იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელიც ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების კუთხით და ეს რა თქმა უნდა, აშშ-ის დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოწვევაზე, რომელიც საქართველოს აქვს ოკუპაციის სახით. სამწუხაროდ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა საერთაშორისო მასშტაბით და არამხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებში, იქნება ეს გაერო თუ ეუთო, სადაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ასევე ის ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის როლზე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზე, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ძირითადი მიზნები-უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, ძალის არგამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესაძლებლობის გაჩენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დგას ამ დისკუსიის და ჩვენი განხილვების დროს, და ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ აშშ-ის მხარდაჭერა, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას და ამ პრობლემების გამკლავებისას ჩვენს დახმარებას. ამასთან, მე მომეცა შესაძლებლობა, რომ მიმემართა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომისათვის ღია დებატების ფარგლებში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტებს ევროპაში, სადაც აშშ-ის ელჩმა გაერო-ში დააფიქსირა მკაფიო პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დახმარება, რომელიც მიეწოდება საქართველოს უსაფრთხოების კუთხით. ასევე, ჩვენ გვქონდა საშუალება გვესაუბრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუ პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის გზაზე და აქაც გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერა. ასევე, პრემიერ მინისტრს მიეცა საშუალება ქონოდა მოკლე შეხვედრა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მოხდა შეთანხმება, რომ გაიმართება შეხვედრა ვაშინგტონში. ჩვენ ვმუშაობთ, რათა გაიმართოს აშშ-საქართველოს შორის ჩამოყალიბებული ფორმატის-სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სხდომა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს პრემიერმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ისევე როგორც გაიმართოს სხვა შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით თეთრ-სახლში და შეხვედრები სხვა პარტნიორებთან, რომლებსაც მეც შევხვდი ჩემი ვიზიტისას მიმდინარე კვირის განმავლობაში”, - განაცხადა ჯანელიძემ. მინისტრმა ანტიისლამურ კოალიციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. ”ჩვენი მონაწილეობა ამ კოალიციაში, პირველ რიგში, ეს არის დადასტურება საქართველოს კონტრიბუციის გლობალური და რეგიონული უსაფრთხოებისადმი. ჩვენ ჩართული ვართ კოალიციაში მისი შექმნის დღიდან -2014 წლიდან. იმისათვის, რომ ჩვენ კონტრიბუცია მოგვეხდინა კოალიციის საქმიანობაში გავატარეთ საკანონმდებლო რეფორმები ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ინსტიტუციური რეფორმები, რომლებმაც უზრუნველყო ჩვენი საზღვრების დაცულობა და მეტი უსაფრთხოება. ამით ჩვენ, რეგიონის უსაფრთხოების გაზრდას კიდევ უფრო შევუწყეთ ხელი. ჩვენ ამით ვადასტურებთ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია იმ საერთაშორისო საზოგადოების, რომელიც ებრძვის ამ გლობალურ გამოწვევას-ტერორიზმს და კონკრეტულად დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს”, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი კრიზისი და წარმოადგენს ცივილიზებული სამყაროსთვის ყველაზე დიდ გამოწვევას დღეს”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)