07:07 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:56:35, 1167 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სახლის 11 ფილიალში გრანტის მისაღებად დევნილთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს

საგრანტო პროგრამის „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში გრანტის მისაღებად დევნილთა განაცხადების წარდგენა 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით უკვე იუსტიციის სახლის 11 ტერიტორიულ ერთეულშია შესაძლებელი: გურჯაანი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, მარნეული, თიანეთი, თელავი, ყვარელი და მესტია.

საგრანტო განაცხადების მიღება, მიმდინარე წლის პირველი მაისიდან განახლდება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის გივი აზაურაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი პირველ რიგში კარგი თანამშრომლობის მაგალითია ორ სახელმწიფო უწყებას - იუსტიციის სახლსა და დევნილთა თანაბარი შესაძლებლობებით საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის.

„როგორც იცით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გრანტებზე განაცხადების მიღება იუსტიციის სახლის 11 ფილიალში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ყველა  იუსტიციის სახლის ფილიალის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და სწორედ ეს გრანტებიც  ამ განსაკუთრებული კატეგორიის დევნილებისთვის არის.  ურთიერთთანამშროლობით მეტად უფრო ხელმისაწვდომი ხდება ეს პროექტი და ეს სიკეთე, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ განსაკუთრებული სტატუსის მქონე დევნილმა. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ  ამ საკმაოდ მნიშნელოვან თანამშრომლობას სხვა სახელმწიფო უწყებებთანაც რა თქმა უნდა, რათა უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ მოსახლეობას და ჩვენს მოქალაქეებს“,-განაცხადა  გივი აზაურაშვილმა.

ჯგუფური განაცხადის გაკეთება შეუძლია მინიმუმ სამ დევნილ პირს, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში.

პროგრამის ფარგლებში გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათი ოჯახის წევრებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე.

დაინტერესებულ პირებს საგრანტო განაცხადის წარდგენა, იუსტიციის სახლის 11 ფილიალის გარდა, ასევე შეუძლიათ სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრებში.

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტოში- თბილისის, თამარაშვილის ქ.#15ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში: აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ზუგდიდი, ხუბულავას ქ.#6, იმერეთის,გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო, ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი #27, კაზრეთის, სართიჭალის, მარტყოფის, მეჯვრისხევის, ორსანტიის, კოდის, სადახლოს, დიდი ჯიხაიშის, ჩაქვის, გეგუთისა და გომის საზოგადოებრივ ცენტრებში.

სსიპ „იუსტიციის სახლში“ საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღების შესაძლებლობვა ხელს შეუწყობს პროგრამის ხელმისაწვდომობას სამიზნე კატეგორიისთვის.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ.

პროგრამის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე სახელმწიფოზე დამოკიდებულებიდან თვითკმარობაზე გადასვლის უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 600 ბენეფიციარი დაფინანსდება.

გრანტის მოცულობა 2500 ლარს შეადგენს. ასევე, შესაძლებელია ჯგუფური განაცხადის დაფინანსება, ერთ ჰგუფზე 5000 ლარის ოდენობით.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics