07:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 11:03:54, 1068 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე საქართველოში ბლოკჩეინტექნოლოგიის დანერგვაზე ისაუბრა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაზე მოხსენება „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში"  წარადგინა.

„ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში - რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში"  საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინტეგრირებას მიეძღვნება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას  უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს.

„იუსტიციის სამინისტრო  საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების კუთხით ერთ-ერთი  მოწინავე უწყებაა. 21-ე საუკუნის ეს მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტა წინგადადგმული ნაბიჯია როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე საერთაშორისო დონეზე ქვეყნის წარმოსაჩენად.  ჩვენ, კომპანია „ბიტფურთან"ერთად, მინიმალურ დროში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩავატარეთ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის და დღეს უკვე ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად აისახება.  ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების  წაშლა,  შეცვლა,  გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.    შესაბამისად,  ბლოკჩეინის მეშვეობით, საჯარო რეესტრი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომსა  და გამჭვირვალეს ხდის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით" - აღნიშნა პაპუნა უგრეხელიძემ.  

კონფერენცია, რომლის  თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ .მიწის მმართველობისა  და სიღარიბის თემაზე  მსოფლიო ბანკის რიგით მე-18  კონფერენცია ქ. ვაშინგტონში იმართება. 

კონფერენცია 24 მარტს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics