|
2017-03-23 13:29:52, 2262 ნახვა
ეკონომიკა
მარტყოფისა და სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებას აგრძელებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა სართიჭალისა და მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დეტალურად გაცნობოდნენ უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და პირობებს; მსგავსი ფორმატის შეხვედრები დაგეგმილია სამომავლოდაც და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. აღსანიშნავია ის, რომ საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებისას, უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ამ დოკუმენტებთან ერთად, გადაეცემა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მომზადებული სპეციალური ბროშურები. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისათვის აქტიური საინფორმაციო კამპანია იუსტიციის სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან დაიწყო. უკვე გაცემულია 265 000-მდე ბროშურა, რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რაც საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს. (NS)
ჩერგოლეიშვილი- ისეთი მავნე არარაობაც კი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია სამართლიანად უნდა გასამართლდეს
ვიცი, როგორ მართავს პოლიტიკურ პროცესს სისტემა - ღარიბაშვილი ახალ წერილს ავრცელებს
20 ტონამდე მეორადი საბურავი - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)