06:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 22:34:31, 1468 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება: ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს

ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნინული.

უწყების ცნობით, ლონდონში მომხდარ ტერორისტულ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

"ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ლონდონში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან, გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია და მოერიდონ  შემდეგ ადგილებზე გადაადგილებას: პარლამენტის მოედანი,უაითჰოლი, ვესტმინსტერის ხიდი,ლამბეთის ხიდი, ვიქტორიას ქუჩა ბროდვეის გზაჯვარედინამდე, მონაკვეთი ვიქტორიას სანაპიროდან ემბანკმენტის მეტროსადგურამდე და მონაკვეთი ლამბეთპალასის ქუჩიდან მილბანკამდე", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics